თბილისი, 4 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/.
საქართველოს ნაკრებისა და „მილანის" მცველმა კახი კალაძემ მუხლის ტრავმის
გამო ვადამდე ადრე დაასრულა სეზონი, იუწყება სამშაბათს სააგენტო Reuters
იტალიური საფეხბურთო კლუბის საიტზე დაყრდნობით.
„როსონერის" აღმასრულებელი დირექტორის ადრიანო გალიანის თქმით,
სამშაბათს კალაძეს ოპერაცია ჩაუტარდა და „წლევანდელი სეზონი მისთვის
დასრულებულია". ქართველი მცველის მუხლის ტრავმასთან დაკავშირებული
დეტალები არ ხმაურდება.
კალაძე, რომელსაც ახლახნს შეუსრულდა 31 წელი, „მილანში" კიევის
„დინამოდან" 2001 წელს გადავიდა, იტალიური კლუბის სახელით თამაშისას,
ქართველი მცველი გახდა იტალიის თასისა და სუპერთასის ჩემპიონი, ორჯერ
მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას ორი სუპერთასი, ასევე მოიგო 2007 წლის
მსოფლიო საკლუბო ჩამპიონატი