all news here
პარასკევი, 11.22.2024, 7:01 AM
ყურადღება! ფაილის სრულად სანახავად გთხოვთ დააკლიკოთ ფაილის დასახელებაზე! ასევე გთხოვთ არ გამოიყენოთ ჩვენ საიტზე opera ბრაუზერი! ასევე ძალაინ გთხოვთ დააკლილოთ სარეკლამო ბანერებზე! გმადლობთ რომ მობრძანდით! ჩვენ ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებთ!!!
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
პროგრამები [23]
თამაშები [7]
DVD ფაილები [11]
ფოტოები [10]
მობლურისათვის [2]
ანტივირუსები [2]
დრაივერები [6]
only + 18 [9]
ზოგადი გაკვეთილები [4]
მუსიკა [11]
ფილმები [5]
საინტერესო ამბები [7]
სერიალები [0]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 47
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
MYTOP.GE                            822.ge Бесплатный серфинг

საუკეთესო ფილმი
Download
ეროტიკა
БЕЗ СМС!
გინდა ფული?
need money
?
http://hah.moy.su/_nw/1/49817.jpg
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 10 » რა ხდება "კლინიკაში ?"
7:16 PM
რა ხდება "კლინიკაში ?"

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ახალი ქართული სერიალი გადის. სიუჟეტი საკმაოდ დინამიკურად განვითარდა, გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო სახეც, თუმცა ჯერჯერობით ბევრი რამ ბურუსითაა მოცული და დეტალები არ გამჟღავნებულა. არც ის ვიცით, ვინ არის პაციენტი #9, რომელიც მომავალში ამ სერიალის მთავარი გმირი გახდება. როგორც გაირკვა, სწორედ მასზეა ეს სერიალი...

მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სპეციალურად ამ სერიალისთვის აგებულ "იმედის" პავილიონში, რომელიც ნამდვილ საავადმყოფოს ჰგავს, "არცთუ კანონიერი ქმედებები" ხორციელდება. ვგულისხმობთ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას და ვინ არიან ამ საქმეში გახვეული, მალე შეიტყობთ. ფაქტი ერთია, სერიალს პროფესიონალების "ხელი" ეტყობა და ამან უკვე აალაპარაკა მაყურებელი. რეჟისორი გიორგი ლიფონავა ამ ფსიქოლოგიური დრამის 120 სერიის გადაღებას გეგმავს და შემოქმედებით ჯგუფს მაღალი რეიტინგის იმედიც აქვს. "კლინიკის" დირექტორის, ბატონი დავითის როლს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი ასრულებს.


- ჩვენ წინასწარ გვთხოვეს, სერიალის შინაარსზე არ ვისაუბროთ, ამიტომ მხოლოდ მცირედით შემოვიფარგლები. საქმე ისაა, რომ "კლინიკაში", სადაც მოქმედება ვითარდება, აკრძალული ოპერაციები ტარდება, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობენ. მე ამ კლინიკის დირექტორი, ამ საქმის სულის ჩამდგმელი, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ვარ (იღიმის).

- ანუ უარყოფით პერსონაჟს ასრულებთ?
- სამწუხაროდ, ამჯერადაც უარყოფითი პერსონაჟი ვარ. ერთი, რომელიმე რეჟისორს უნდა ვთხოვო, კარგი კაცის როლი მათამაშოს. არ ვიცი, რა ნახეს ამდენი "უარყოფითობა" ჩემში. "ცხელ ძაღლში" უჩა ზერაგიას ვთამაშობ და ის უარყოფითი პერსონაჟია, "ჩაკლულ სულში" უშიშროების გენერლის როლს ვასრულებდი, ისიც უარყოფითი იყო. მარტო "ფესვებში" ვთამაშობ კარგი კაცის როლს და დადებითი პერსონაჟი მხოლოდ ის შემრჩა.

- ეს რეჟისორების ხედვაა ასეთი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში როგორ აღგიქვამენ?
- ძალიან კარგი კაცი ვარ (იცინის).

- ეჭვი არ მეპარება, რომ კარგი ხართ, მაგრამ ხალხს ვგულისხმობ. მაყურებელი ხომ ხშირად აიგივებს პერსონაჟს მის გმირთან...
- დიახ, აიგივებს და ეს კარგი არ არის, თუმცა ჩემს დაკვირვებას გეტყვით. როცა ვინმეს თავის პერსონაჟთან აიგივებდნენ, ეს უვიცობა მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არ არის. ადამიანებს დადებითი პერსონაჟის შემსრულებელი უფრო მოსწონთ და უყვართ, რადგან ასეთი პიროვნებების მიმართ ყოველთვის ნოსტალგია იყო და არის. მე ჩემი თავიც დავიჭირე იმაში, რომ კარგი როლის შემსრულებელს უფრო ახლოს ვუშვებ გულთან. არ ვიცი, შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ წლები მემატება და უფრო სენტიმენტალური ვხდები, მაგრამ ასეა. ახლა ერთ მაგალითს გეტყვით, "გლადიატორში", სადაც რასელ ქროუ თამაშობს, იმპერატორის როლის შემსრულებელი მასზე ბევრად კარგი, ფანტასტიკური მსახიობია.

- ხოაკინ ფენიქსი...
- დიახ, მიმაჩნია, რომ "გლადიატორში" ფენიქსი ნომერი პირველი იყო, მაგრამ მას "ოსკარი" არ ერგო, ჯილდო ქროუს გადასცეს. აქაც ალბათ სწორედ სიკეთისა და დადებითობის ის ნოსტალგია გამოიკვეთა, რაზეც მოგახსენეთ.

- "კლინიკას" მივუბრუნდეთ, მსახიობები სამედიცინო ტერმინოლოგიაში როგორ ხართ?
- რთულად ვიმახსოვრებთ, ყველაზე მეტად ტექსტებში "ვიჭედებით". იძულებული ხარ, ღამე იჯდე და თავში ირტყა ეს ტექსტი. ბევრ დუბლს ვწერთ, სანამ შესაბამისად გამოვთქვამთ სიტყვებს. მაგრამ მომწონს, რომ გადაღებებისას კარგი სიტუაციაა და ფილმს კარგად იღებენ. ძალიან ნიჭიერი კაცი გამოდგა ლიფონავა. უყურებთ, ხომ?!

- დიახ და გეთანხმებით, ჯერჯერობით სერიები დინამიკურად ვითარდება...
- კი, თანდათან უფრო ამოძრავდება ყველაფერი.

- გადაღებები სად მიმდინარეობს?
- "იმედის" პავილიონში. ფანტასტიკურად გაკეთდა ყველაფერი და თავი მართლა საავადმყოფოში გეგონება. დედაჩემი პროფესიით ექიმია და მანაც მკითხა, ასეთი კარგი პირობები სად გაქვთო. რომ გაიგო, პავილიონი იყო, გაუკვირდა. როგორც ვატყობ, პავილიონებსა და აპარატურაზე დიდი ფულია დახარჯული.

მსახიობებიც დიდ ფუფუნებაში ვართ იმ მხრივ, რომ სამი აპარატით იღებენ. პირველად ეს საფრანგეთში ვნახე და საქართველოში დღემდე ეს არ მღირსებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მსახიობს თავისუფლად მოძრაობის საშუალება აქვს და შეზღუდული არ არის მიხრა-მოხრაში, სიარულში.

- მანამდე თუ გქონდათ ნანახი მსგავსი ტიპის სერიალები, მაგალითად, როგორებიც იყო "სასწრაფო" ან "ექიმი ჰაუსი"?
- არა. თუმცა, ჰაუსს ბევრი აქებს. მხოლოდ ერთი სერიის მცირე მონაკვეთი ვნახე და მთავარი პერსონაჟი მომეწონა, კარგი ტიპია.

- მსახიობ ექიმებს, ნამდვილ ექიმებთან კონსულტაციაც ხომ არ გაგივლიათ?
- სერიალში ექიმი-კონსულტანტი გვყავს. კარგი ახალგაზრდა ბიჭია და კარგი დედ-მამის შვილი ხარ, ტერმინოლოგია შეგეშალოს - მაშინვე გვაჩერებს და გვისწორებს (იღიმის).

- თქვით, დედა ექიმიაო, ის ხომ არ გაძლევთ რჩევებს?
- დედა 85 წლისაა, ახლა პენსიაზეა. სხვათა შორის, ოჯახში ყველას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და ახლა მეუბნებიან, კიდევ კარგი, ექიმის როლის თამაში მაინც გეღირსაო (იღიმის). რაც შეეხება მის რჩევებს, აბა, რა გითხრათ, მაშინ სხვა ექიმები იყვნენ, ახლა მოდერნიზებული ექიმები არიან. ხომ ნახეთ სერიალშიც ერთი ექიმი, ახლა "ნახადუ" იკეთებენ წამალს.

- თუმცა დედათქვენის დროსაც, "წამალი" ზოგი ექიმისთვის უცხო ხილი არ ყოფილა...
- კი, გეთანხმებით, წამალს ქალებიც იკეთებდნენ, პროფესორებიც... იმას კი არ ვამბობ, რომ დღეს ცუდი ექიმები არიან და მაშინ კარგები იყვნენ, არა, მაგრამ მოდით, იმაზე შევთანხმდეთ, რომ მაშინ მორალი მეტი იყო...
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 1229 | დაამატა: werewolf | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
რეკლამა საიტზე 5 ლარად
რეკლამა
რეკლამა

Copyright MyCorp © 2024