"იმედის"
არხზე ახალ სეზონზე დიდი ზარ-ზეიმით გახსნილმა გადაცემამ "სიმართლის დრო"
წამყვანი "დაკარგა". შალვა რამიშვილმა მოულოდნელად განაცხადა, ჩემი თავი
ამ გადაცემაში ამოვწურეო და გადაცემა დატოვა. ახლა მულტსერიალ
"სამსონაძეებს" მოახმარს მთელ ძალებს. ასეა თუ ისე, შალვამ თავისი
სკანდალური შეკითხვებით თავი უკვე დაამახსოვრა მაყურებელს.
ერთ-ერთი
საბედისწეროც კი გამოდგა მისთვის - მიშა მესხისთვის დასმულმა შეკითხვამ
"გიფიქრიათ თუ არა სექსზე მარინა სალუქვაძესთან", მარინა იმდენად გააოცა
და აღაშფოთა, რომ ადვოკატს მიმართა. ჟურნალისტი შეურაცხყოფისთვის ბოდიშის
მოხდას ითხოვს გადაცემის მესვეურთაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში
სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
არაოფიციალური ვერსიით, სწორედ
მარინა სალუქვაძეს გადააყოლეს შალვა რამიშვილი. შალვამ ბოდიშის მოხდაზე
კატეგორიული უარი განაცხადა. ამან გადაცემის პროდიუსერსა და წამყვანს
შორის კონფლიქტი გამოიწვია, რაც საბოლოოდ პროექტიდან შალვას გაშვებით
დამთავრდა. დღეს ჩვენ შევეცადეთ, ეს არაოფიციალური ვერსია
გადაგვემოწმებინა.
|